ტრენინგი პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებისთვის

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროექტში დანერგე მომავალი მონაწილეების გადამზადების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარების სავალდებულო ტრენინგი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფისში ჩაუტარდათ. პროექტში მონაწილე ბენეფიციარები სხვადასხვა მიმართულებებით გადამზადდნენ: გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიები, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა - IPM და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით ტრენინგი ხუთი დღე მიმდინარეობდა.

ბენეფიციარებს უფასო ტრენინგები მეხილეობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დახმარებით ჩაუტარდათ. გადამზადების მიზანია, ბენეფიციარებმა შეისწავლონ თანამედროვე ინტენსიური და ნახევრადინტენსიური მრავალწლიანი კულტურის ბაღების სწორი მოვლის საშუალებები, რაც ბაღის გაშენების პერიოდში მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროექტში მონაწილე ბენეფიციარების რეგულარულად გადამზადებას უზრუნველყოფს.

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დანერგე მომავალის პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. დაწყებიდან პროექტის ფარგლებში დამტკიცდა 1,031 განაცხადი, საიდანაც 2 განაცხადი დამტკიცდა სანერგე მეურნეობის კომპონენტის ფარგლებში. დამტკიცებული პროექტების ჯამურმა თანადაფინანსებამ შეადგინა 35 მილიონ ლარზე მეტი. საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 6,565 ჰექტარზე და 4 ჰა სანერგე. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...