დედოფლისწყაროში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კომპანიამ ,,ეკო ვილაჯიო“ ტურისტული სივრცე მოაწყო. სასტუმრო 10  ხის კოტეჯს აერთიანებს, რომელთა   მოწყობისათვის  ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა  225,000 ლარზე მეტი, მათ შორის  სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარია. სასტუმროში დასაქმებული 13 ადგილობრივია.

პროგრამის მხარდაჭერით ახლადგახსნილი სასტუმრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ,   და სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო - საინვესტიციო სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა  დავით დეკანოიძემ დაათვალიერეს. 

სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებულია 76 პროექტი, 10,9 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულებით, მათ შორის თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარს აღემატება.

 „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

 „სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...