თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების, მათ შორის, ტრადიციული პროდუქტის დამბალხაჭოს წარმოებას.