In cooperation with the Ministry of Foreign Affairs, an event dedicated to economic diplomacy was held on the topic of promoting the export of agricultural products.

2022 წლის 16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, გაიმართა ეკონომიკური დიპლომატიისადმი მიძღვნილი  კიდევ ერთი ღონისძიება  სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის თემაზე. 

შეხვედრაზე განიხილეს  ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობები და საგარეო უწყების მიერ ქართული ექსპორტის მხარდაჭერის გზები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი ექსპორტის ხელშეწყობის ასოციაციების,  სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის  სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი 30-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები. 

სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის მწარმოებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.  

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომლის მონაწილეებმაც  განიხილეს ქართული  მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებები და იმსჯელეს საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიათა წინაშე მდგარ  გამოწვევებზე.  შეხვედრაზე ასევე შედგა ამ კომპანიების საექსპორტო პროდუქციის პრეზენტაცია.

Other news

See all