კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე,  „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის – „ECO.Georgia“ დირექტორი ლუტც იარჩინსკი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე    პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ. 

„საქართველოს მთავრობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტყის რეფორმა. ამ რეფორმის ნაწილია, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის, რაც ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას,  ბრიკეტების წარმოების განვითრებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. 

პროექტის  „ECO.Georgia“ დირექტორის, ლუტც იარჩინსკის განცხადებით, ახალი პროგრამა   რეგიონის  მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს  თანადაფინანსებით შეიძინონ  ენერგოეფექტური ღუმელები.  პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300  ლარისა.  აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი  ხარჯი 50%-მდე დაიზოგება. 

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორცილდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia“-ს ფარგლებში.

პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლიის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სოფლის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
სოფლის განვითარების სააგენტოს დელეგაცია პროექტის „„პროფესიული განათლების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (VET)“ ფარგლებში,   სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დელეგაცია პროექტის „„პროფესიული განათლების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (VET)“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ,...