დღეის მდგომარეობით, 9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბსა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოში „შინდისი“  იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო. 

„საქართველოს მასშტაბით, 12 კომპანია იბარებს არასტანდარტულ ვაშლს 1 კგ-ს არანაკლებ  25 თეთრად, საიდანაც 10 თეთრი არის სახელმწიფოს სუბსიდია.  დღეის მდგომარეობით,  9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე ჩაბარებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.  ჩვენი მიზანია, ფერმერებმა შეძლონ შეუფერხებლად საკუთარი ვაშლის მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ. 

შპს „შინდისი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, 4,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე გადაამუშავა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 კომპანია 14 მიმღებ პუნქტში იბარებს შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 

მიმდინარე წლის სექტემბერიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა  საწარმოებმა  9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა  2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.  სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.25 ლარად შეისყიდიან. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი სააგენტოს ქვემო...
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...