არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავდა მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ღონისძიებების ხელშეწყობას.
პროგრამა ხორციელდებოდა 2014 – 2025 წლებში. პროგრამის ფარგლებში კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ შეადგინა 309,863,388 კილოგრამი საერთო ღირებულებით 74,096,330 ლარი. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამამუშავებელ კომპანიას ჯამური თანხით 27,964,351 ლარი.