ოთარ შამუგიამ ახალციხეში შპს „გეო ფლაუერის“ საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან  და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში კომპანიის „გეო ფლაუერი“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი  საწარმო დაათვალიერა.  

შპს „გეო ფლაუერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.  კომპანია სარგებლოს „შეღავათიანი აგროკრეტის“ პროექტით, გასულ წელს ჩართული იყო არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მოქმედ საწარმოს დღიურად 2 ტონა სამკურნალო ბალახებისა და 5 ტონა ხილის ჩაის გაშრობა-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. საწარმოში დანერგილია  სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა  ISO 22000.  საწარმო, სადაც სეზონურად 200, ხოლო მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში ახორციელებს.  წარმოებული პროდუქცია იყიდება   ბრენდით  „მონთი“.        

აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის  ფარგლებში საწარმოში  გასულ  წელს მზის მცირე ელექტროსადგური მოეწყო, სადაც გამომუშავებული ენერგია  გამოიყენება საწარმოში.   

კომპანია „გეო-ფლაუერი“ ასევ ფლობს  საწარმოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. 

შეღავათიანი აგროკრედიტის  პროექტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია   1 მილიარდ ლარზე მეტი  ღირებულების 3,227 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 218 მილიონს აღემატება,  მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 26 მლნ ლარის ღირებულების  213 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 6 მლნ ლარს აღემატება. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა...
საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო  წარმოდგენილი

საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...