არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციით, ფერმერებმა 17,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა  საწარმოებმა  73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება. 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა.  პროგრამაში ჩართვა შეეძლო  ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიდნენ. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის,  მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან.   

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება  16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად...