არასტანდარტული ვაშლის მოსავალი დაბინავებულია - ფერმერებმა 12 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, ქ. გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის  ხელშეწყობის პროგრამის  შედეგები საკოორდინაციო შტაბის წევრებთან და პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე შეაჯამა.  

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შედეგად მიღებული  ეკონომიკური  შედეგი  აისახება პროგრამის თითოეულ მონაწილეზე, გადამმუშავებელ სექტორზე, ფერმერებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი გადის  ექსპორტზე, ძირითადად  გერმანიაში“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა  ხილის გადამმუშავებელმა  15-მა საწარმომ  40  ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა.   შედეგად, ფერმერებმა 12 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.  სახელმწიფო სუბსიდია  4 მლნ ლარზე მეტია

პროგრამის ფარგლებში, ვაშლს იბარებდა  ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის  რეგიონში. 

სახელმწიფო სუბსიდია გაიცა  პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ  იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემდა.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი.

შემაჯამებელ შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები გიორგი ავალიანი და გიორგი მაზიაშვილი,   გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იოსებ მაზმიშვილი და პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება  16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად...