გორის რაიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს ალიანს გრუპმა ქალაქ გორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობაააშენა. მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად, 2,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 750,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.

სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 1500 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 30 ადგილობრივია დასაქმებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10  კომპანია იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10 კომპანია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...