პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 30 ივლისის 12:00 საათზე

რძის პირველადი წარმოების მიმართულებით განაცხადების მიღება გაგრძელდება ბიუჯეტის (3 000 000 ლარი) ამოწურვამდე 

სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების მიმართულებით გნაცხადების მიღება გაგრძელდება 30 აგვისტოს 18:00 საათამდე

 

პროგრამის მიზანი და ამოცანა

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა. 

ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის

არაუმეტეს 200 კვადრატული მეტრი სათბურის მოწყობა და მზის ენერგიაზე მომუშავე მზის სადგურის მოწყობის მიმართულება დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ (IFAD). მოცემული მიმართულებით ჯამურად შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა მხოლოდ 2,5 მილიონი ლარის განაცხადები, რომლებიც განაცხადის განხილვის დროს დააგროვებენ ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას. იმ შემთხვევაში თუ ქულათა რაოდენობა იქნება იდენტური, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებიც უფრო ადრე იქნება სააგენტოში გადმოგზავნილი.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი, განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან უკვე არსებულ ანგარიშზე შესასვლელად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:  ანგარიშზე შესვლა / რეგისტრაცია

პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურად გაფორმებულია 1,388 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 52,051,361 ლარს. მათ შორის სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული რეგიონების ფარგლებში გაფორმებულია 1,218 ხელშეკრულება. (განაცხადების მიღება განხორციელდა ეტაპად, პირველ ეტაპზე გაფორმებულია  335 ხელშეკრულება, მეორე ეტაპზე 579 ხელშეკრულება, მესამე ეტაპზე 92 ხელშეკრულება, მეოთხე ეტაპზე 212 ხელშეკრულება). სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 45,026,815 ლარს. სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული რეგიონების მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა და დაფინანსების მოცულობები წარმოდგენილია შემდეგი სახით:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაფორმებულია 763 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 21,304,548 ლარს;
  • სამცხე-ჯავახეთი რეგიონში გაფორმებულია 252 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 6,653,555 ლარს;
  • იმერეთის რეგიონში გაფორმებულია 89 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 3,266,153 ლარს;
  • კახეთის რეგიონში გაფორმებულია 64 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 9,222,752 ლარს;
  • ქვემო ქართლის რეგიონში გაფორმებულია 29 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 3,603,528 ლარს;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში გაფორმებულია 12 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 891,410 ლარს;
  • შიდა ქართლის რეგიონში გაფორმებულია ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 59,925 ლარს;
  • ქ. თბილისი, გაფორმებულია ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 24,593  ლარს.


პროგრამის და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია წერილობით დააფიქსიროს აზრი და მოათავსოს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში განთავსებულ პროგრამის ყუთებში.

პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

მონაცემები

 

IFAD-ის ანტიკორუფციული ცხელი ხაზი:

აუდიტისა და ზედამხედველობის ოფისი (AUO)
საგამოძიებო განყოფილება (IS)
Via Paolo di Dono 44
00142 რომი, იტალია
ელ. ფოსტა: anticorruption@ifad.org
ტელეფონი: +39 0654592888
ფაქსი: +39 0654597888

IFAD-ის ეთიკის ცხელი ხაზი:

ეთიკის ოფისი (ETH)
Via Paolo di Dono 44
00142 რომი, იტალია
ელ. ფოსტა: ethicsoffice@ifad.org 
ტელეფონი: +39 06 5459 2525 
https://www.ifad.org/en/ethics




სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ...
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...