პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

თუ წარმოადაგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული გაქვთ ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღი  შესაძლებლობა გაქვთ თანადაფინანსება მიიღოთ კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის. 

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge  ან სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსში და რეგიონულ სამსახურების და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

  • „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზუნველყოფა.
  • პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის განმახორციელებელია - სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების...