პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში განაცხადების მიღება დასრულებულია

 

გაცნობებთ რომ პროგრამის ფარგლებში, იმ ბენეფიციარებს, რომელებსაც გაუფორმდათ/გაუფორმდებათ თანადაფინანსების ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების თანხის მოთხოვნის საბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 2025 წლის 30 ნოემბერი

 

პროგრამის ფარგლებში ქვემოთ მოცემულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შეივსო მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული არაუმეტეს 3 კოოპერატივის დაფინანსების ლიმიტი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.

ლიმიტი ამოიწურა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ვარიანი, მეჯვრისხევი, ვაჩიანი, დილისკა, გორელოვკა, ენისელი,კუმურდო, შავშვები, ბარეთი, ეშტია, კოხტა, წაღვლი

 

 

პროგრამის შესახებ

პროგრამაში რეგისტრაცია

თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, შესაძლებლობა გაქვთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება. 

პროგრამის მიზანი და ამოცანა

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და მათთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, თანადაფინანსების გზით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის განმახორციელებელი 

  • პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
  • როგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

მონაცემები 2023 წლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა ,,საქმის კურსი"

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა ,,საქმის კურსი"

გადაცემაში ,,საქმის კურსი" სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე...