მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის ფარგლებში კონკურსის გზით გამოვლენილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს რძის გადამამუშავებელი საწარმო საბაზრო ღირებულების 25%-ად გადაეცათ.

პროგრამა მოიცავდა ორ კომპონენტს: 

  • დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, რძის გადამამუშავებელი საწარმოს კომპონენტი - ითვალისწინებდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, დღიურად 2 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმოს გადაცემას.
  • ახალქალაქის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი -  ითვალისწინებდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. კოთელიაში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. განახლებაში და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ტბეთში (ხადიკი) დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის ასაშენებელი საწარმოების  გადაცემის მიზნით ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოვლენას კონკურსის გზით. 

პროგრამა ხორციელდებოდა 2019-2021 წლებში. პროგრამის ფარგლებში 4 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 4 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 258,500 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 232,440 ლარი.