მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის ფარგლებში კონკურსის გზით გამოვლენილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს რძის გადამამუშავებელი საწარმო საბაზრო ღირებულების 25%-ად გადაეცათ.
პროგრამა მოიცავდა ორ კომპონენტს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, რძის გადამამუშავებელი საწარმოს კომპონენტი - ითვალისწინებდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, დღიურად 2 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმოს გადაცემას.
- ახალქალაქის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - ითვალისწინებდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. კოთელიაში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. განახლებაში და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ტბეთში (ხადიკი) დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის ასაშენებელი საწარმოების გადაცემის მიზნით ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოვლენას კონკურსის გზით.
პროგრამა ხორციელდებოდა 2019-2021 წლებში. პროგრამის ფარგლებში 4 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 4 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 258,500 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 232,440 ლარი.