„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ მიზნად ისახავდა მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე და ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას თანადაფინანსების გზით.
პროგრამის ფარგლებში 2024 წლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3,588 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 3,588 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 7,368,777 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 4,953,590 ლარი.