ბიოპროდუქციის წარმოების საკითხებზე შეხვედრები გაიმართა
ქვეყანაში ბიოაგრომეურნეობების განვითარებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დამკვიდრების საკითხებზე ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და USAID/REAP - ის ხელშეწყობით გამართული აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბიოწარმოების მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს, პოტნეციალსა და პერსპექტივებს გაცნობოდნენ. საქართველოში ბიომეწარმე ფერმერებმა და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებმა შეხვედრებში მონაწილეებს ორგანული წარმოების ძირითად კონცეფციასა და პრინციპებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრები ფერმერებთან სამეგრელოს, რაჭის, გურიის რეგიონებში და აჭარის ა/რ რესპუბლიკაში გაიმართა.