„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მარნეულის რაიონში ახალი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა - შპს მზა ჩითილი გაიხსნა. კომპანია პროექტის შეღავათიანი აგროკრედიტი ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1 142 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 442 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს. მეურნეობაში, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 30 მილიონი ერთეული ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სასათბურე მეურნეობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა და ქვემო-ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, ზაურ დარგალმა გახსნეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ. სასათბურე მეურნეობა 11 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული სადაც გამოჰყავთ ბოსტნეულის - პომიდორის, ბადრიჯნის, წიწაკის, სალათის ფოთოლის, ნესვის, საზამთროს, კომბოსტოს, ნიახურის (ჩვეულებრივი და დამყნობილი) ჩითილები. აღსაღნიშნავია, რომ ქართველი ფერმერები, რომლებიც ითანამშრომლებენ აღნიშნულ საჩითილე მეურნეობასთან, ისარგებლებენ აგრონომების დახმარებით, რომლებიც გაუწევენ პროფესიულ დახმარებას, რათა მიიღონ უხვი და მაღალი ხარისხის პროდუქცია. 2013 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მიზნობრივ პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 845-ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, აწარმოე საქართველოში - ბიზნესის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3,501 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3,501 შეღავათიანი სესხია გაცემული

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12...
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა, ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა, ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, კომპანიის დ_სნეილლენდი ლოკოკინის ფერმა გასულ წელს...
22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 26,6 მლნ ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 26,6 მლნ ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

სოფლის განვითარების სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის...
22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 1,076,500 ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 1,076,500 ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით...
პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“   ახალი მიზნობრიობა,  ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების...