ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი საწარმო დაათვალიერეს

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფუტკრეობის საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში, - შპს თაფლიკაცი რომელიც ერთიანი აგროპორექტის ფარგლებში შეიქმნა, პროექტის შეღავათიანი აგროკრედიტი მენეჯერმა ლევან დოლიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.შპს თაფლიკაცი მეფუტკრეობის საწარმოში სეზონზე 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებენ. საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციისრეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2014 წელს გაიხსნა.კომპანია პროექტის შეღავათიანი აგროკრედიტი ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 60 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტს შეადგენს ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 845-ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. კახეთის რეგიონში შექმნილია 55 ახალი საწარმო და გაფართოვდა 120 საწარმო.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველოში - ბიზნესის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3,501 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3,501 შეღავათიანი სესხია გაცემული

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12...
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა, ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა, ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, კომპანიის დ_სნეილლენდი ლოკოკინის ფერმა გასულ წელს...
22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 26,6 მლნ ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 26,6 მლნ ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

სოფლის განვითარების სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის...
22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 1,076,500 ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 1,076,500 ლარის შეღავათიანი სესხი უკვე გაცემულია

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით...
პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“   ახალი მიზნობრიობა,  ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების...