ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა                                                    

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, პროექტის დანერგე მომავალი ბენეფიციარმა, შპს აგრო ენერჯიმ 18 ჰა მიწის ფართობზე ნუშისა და კაკლის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი კასპის რაიონის სოფელ ოკამში მდებარეობს. პროექტის დანერგე მომავალი მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შპს აგრო ენერჯის ნუშისა და კაკლის ბაღი დაათვალიერა. ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 64,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 42,855 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 21,145 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის დანერგე მომავალი ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4,709 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 24,684,617 ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1,491 ჰა მიწის ფართობზე. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველოში - ბიზნესის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფელ მეჯვრისხევში, სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებულ ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან

სოფელ მეჯვრისხევში, სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებულ ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან

სოფლის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება...