მემორანდუმს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა ილია თამარაშვილმა, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა და შპს „იმერეთი აგროს“ მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა მოაწერეს ხელი._en
მემორანდუმს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა ილია თამარაშვილმა, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა და შპს „იმერეთი აგროს“ მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა მოაწერეს ხელი.
„ჩვენი პრიორიტეტია, მეტი ფერმერი ჩაერთოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროგრამებში; ამავე დროს, მათ გავუზიაროთ დარგობრივი, აგრონომიული ცოდნა; მივესალმებით კერძო სექტორის ყველა ინიციატივას, რომელიც ამ საქმიანობაში თანამშროლობას და მხარდაჭერას გულისმობს“, - აღნიშნა ილია თამარაშვილმა.
„იმერეთი აგროს“ მმართველი მენეჯერის, ცისანა ხარაზიშვილის განცხადებით, სოფლის განვითარებისთვის და სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ადგილობრივად ინიციატივების მოზიდვა და სხვა მრავალი ღონისძიება, რომელსაც „იმერეთი აგრო“, „ჯორჯიან მანგანეზის” თანადგომით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზებს.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება სოფლის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების დაძლევაში. მემორანდუმის გაფორმებით, მხარეები უზრუნველვყოფთ მოსახლეობისთვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მათ ფინანსურ მხარდაჭერას“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
მემორანდუმის მიზანია ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა, ასევე, ადგილობრივი პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენა და წარმოების ზრდის მხარდაჭერა.