პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამის თანადაფინანსების პირობები და შეზღუდვები

თანადაფინანსების მოცულობა, შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაქსიმუმ 100,000 ლარს. პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს:

  • საკუთარი ფულადი სახსრები;
  • სესხი/ლიზინგი, რომელიც გაცემულია, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში;
  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული ან მისაღები საგრანტო დაფინანსება.

პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორის (არანაკლებ 20 და არაუმეტეს 100 ც/ძ-ის სიმძლავრის) და ტრაქტორზე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმპლემენტ(ებ)ის თანადაფინანსებას. 

პროგრამის ფარგლებში, პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა ერთი ან რამოდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, მაგრამ ერთი სახეობის ტექნიკა უნდა იყოს არაუმეტეს ერთი ერთეული.

თანადაფინანსება განისაზღვრება ჯამურად ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე.

ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დაფინანსდება არაუმეტეს 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის ორი ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული ან იჯარით/ქვეიჯარით მიღებული ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში.

იმ შემთხვევაში, თუ  მიწის ნაკვეთ(ებ)ს ჰყავს თანამესაკუთრეები, რომელთაგან ყველა არ არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი, მიწის ჯამურ ფართობში ჩაითვლება ნაკვეთ(ებ)ის ფართობის ის ნაწილი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიის/მეპაიეთა საკუთრებაშია.

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა ,,საქმის კურსი"

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა ,,საქმის კურსი"

გადაცემაში ,,საქმის კურსი" სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე...