პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

 

ტერმინთა განმარტება

პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე  კოოპერატივი, რომელთანაც შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;

ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;

განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების შესახებ;

თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები;

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი (არანაკლებ 20 და არაუმეტეს 100 ც/ძ-ის სიმძლავრის), ტრაქტორზე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმპლემენტ(ებ)ი;

საგრანტო დაფინანსება – დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები დაფინანსება,  რომლის დაფინანსების რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

თანადაფინანსების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს.

 

 

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა ,,საქმის კურსი"

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა ,,საქმის კურსი"

გადაცემაში ,,საქმის კურსი" სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე...