პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებები
ბენეფიციარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში ვალდებულია:
- შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
- შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა;
- შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული მიწის ფართობ(ებ)ის მინიმალური ოდენობა;
- არ გაასხვისოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;
- არ დაუშვას პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ, თანადაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
(სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი, გაცემული სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.)
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლებელია იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე.
ბენეფიციარი თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სააგენტოს სასარგებლოდ დაგირავებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი.