პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 5 მეპაიის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 20 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.

ასევე, მიწის ნაკვეთი შესაძლებელია იყოს იჯარით მიღებული სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან. 

იჯარის/ქვეიჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

მაღალმთიანი დასახლებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში: 

მაღალმთიან დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 5 მეპაიის საკუთრებაში არსებული  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.

ასევე, მიწის ნაკვეთი შესაძლებელია იყოს იჯარით მიღებული  სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან.

იჯარის/ქვეიჯარი დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის/ქვეიჯარი ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა ,,საქმის კურსი"

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა ,,საქმის კურსი"

გადაცემაში ,,საქმის კურსი" სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე...