საერთაშორისო გამოფენა - SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION
განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში დასრულებულია |
2023 წლის 23 - 26 ოქტომბერს ქალაქ რიადში, საუდის არაბეთი, გაიმართება „SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION“ საერთაშორისო გამოფენა.
გამოფენას ,,SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION“ ყოველწლიურად, საშუალოდ 20,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს და 31 ქვეყნის, 250-ზე მეტი მონაწილე ესწრება. საუდის არაბეთი უმეტეს წილად დამოკიდებულია საიმპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, რაც ქართველი მეწარმეებისათვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. გამოფენა, მონაწილეებს საშუალებას აძლევს გამართონ B2B შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს.
განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში ხორციელდება 17 ივლისის 09:00 სთ-დან 7 აგვისტოს 18:00 სთ-ის ჩათვლით.
გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
- გასული კალენდარული წლის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 და არაუმეტეს 20,000,000 ლარს;
- წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს;
- წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები;
- არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა;
- არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ.
შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:
ინდიკატორი | ქულა |
1. საწარმოს კატეგორია | |
1.1 მცირე საწარმო (50,000 ლარიდან - 500,000 ლარამდე) | 0.5 |
1.2 საშუალო საწარმო (500,000 ლარიდან - 5,000,000 ლარამდე) | 1.5 |
1.3 დიდი საწარმო (5,000,000 ლარიდან - 20,000,000 ლარამდე) | 1 |
2. აქვს შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი | 2.5 |
3. არის შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების მიღების/დანერგვის პროცესში | 0.5 |
4. აქვს გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი განხორციელებული | 2 |
გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე exhibitions@rda.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. განაცხადის იდენტიფიცირებისათვის, აუცილებელია, ,,subject" ველში მიუთითოთ გამოფენის დასახელება.
- შევსებული განაცხადის ფორმა;
- უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბენეფიციარის, წინა კალენდარული წლის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების მიღების/დანერგვის პროცესში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი.
იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობებს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ.
გისურვებთ წარმატებას!