ენერგოეფექტური ღუმელების სტანდარტიზაციასთან დაკავშირებით სემინარი ჩატარდა

ევროპული აკრედიტაციის მქონე, ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი ლაბორატორიის  წარმომადგენელმა იენს დეკერმა   მყარი საწვავით მომუშავე გათბობის მოწყობილობების უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და გარემოზე ზემოქმედების მარეგულირებელი სტანდარტის EN 16510 შესახებ სემინარი ჩაატარა

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის ბაზარზე შესაბამისობის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და ხარისხის კონტროლის მნიშვნელობას.

„სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ითვალისწინებს ენერგოეფექტური ღუმელების როგორც მწარმოებლების, ასევე მომხმარებლების ფინანსურ მხარდაჭერას. სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათბობის მოწყობილობების უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ეკოლოგიური შესაბამისობის შესახებ თანამედროვე, ევროპული მოთხოვნების გაცნობა - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

სემინარი ჩატარდა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა - ECO.Georgia”  ფარგლებში, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ძალისხმევით ხორციედება. პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF),  გერმანიის ეკონომიკური თანაშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშორმლობის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის მიერ.

სემინარს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორიის  და პროექტ ECO.Goeriga-ს განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...