პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით,  რომელსაც სოფლის განვითარების  სააგენტო ახორციელებს გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი  პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 2025 წელს თებერვალში დიდთოვლობამ დააზიანა სექტორი, ამიტომ გაჩნდა საჭიროება რომ მოცვის მწარმოებლებს  ხელი შეეწყოს აგრო ვადების გათვალისწინებით დროულად გაატარონ შესაბამისი  სამუშაოები ბაღებში. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სეზონზე  მოცვის მწარმოებლები ისარგებლებენ შეღავათიანი აგრო კრედიტით. ლურჯი მოცვის  მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. სესხები გაიცემა  მოცვის მწარმოებლებზე, რომელთა ბაღები მდებარეობს იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. 

მოცვის მწარმოებლებს შეეძლებათ შეღავათიანი აგროსესხი გამოიყენონ პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ასევე  შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების და მიწისა და წყლის ლაბორატორიული ანალიზის საფასურის დასაფარად.

სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს  გაცემული სესხის არაუმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 100,000 ლარის ჩათვლით.

პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

ქვეკომპონენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება  16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად...