ქართველ ფერმერებს აგროკონსულტაციებს უცხოელი ექსპერტები გაუწევენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  სახელმწიფო პროგრამას  ახალი მიზნობრიობა, უცხოური ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსება  დაემატა. 

პროგრამით დადგენილია  კონსულტანტისა და ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების სფეროები. კერძოდ, კონსულტანტი განახორციელებს  ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებზე, როგორც ღია ასევე დახურული გრუნტის შემთხვევაში, აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ხოლო ტექნიკური კონსულტანტი - განახორციელებს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით კონსულტაციებს.  

პროგრამის დადგენილი პირობით, უცხოური კონსულტანტების მომსახურების ღირებულების 70% -ს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. თანადაფინანსების ლიმიტი შეადგენს  30,000 ლარს.  ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში თანადაფინანსების ლიმიტი განსაზღვრულია 70 %-ით, არაუმეტეს  10,000 ლარით.  წლის განმავლობაში პროგრამით სარგებლობა  ერთ  პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია  2- ჯერ, თანადაფინანსების ლიმიტი შეადგენს, ჯამში, 40,000 ლარს.  

ტექნიკური დახმარების პროგრამაში უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი უნდა იყოს არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია),  სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, ასევე,  არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

პროგრამით დადგენილი პირობაა, რომ უცხოური კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობისათვის  პოტენციურ ბენეფიციარს ყავდეს აგრონომი და   გააჩნდეს :   

  • მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 50 ჰა, ხოლო კენკროვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 30 ჰა გაშენებული ერთი კულტურის ბაღები.
  • კარტოფილის ან მარცვლოვანი ერთწლოვანი კულტურებისათვის ერთი კულტურის წარმოებისათვის  არანაკლებ 100 ჰა,  ხოლო ბოსტნეულის ან ბაღჩეულის ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში ერთი კულტურის წარმოებისათვის არანაკლებ 50 ჰა სახნავი მიწის ფართობ(ებ)ი;
  • სათბურის შემთხვევაში არანაკლებ 1 ჰა სასათბურე მეურნეობა;

მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა ფლობდეს  არანაკლებ 2,000 ტონის ტევადობის შემნახველ ინფრასტრუქტურას.

პროგრამაში შესული ცვლილებები ხელს შეუწყობს აგროსასურსათო მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა  და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებას, რაც სამომავლოდ გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025  ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა...
საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო  წარმოდგენილი

საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...