მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 22 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა. 

ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში - არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1,000 ლარისა. 

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს...
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...