„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. 

ქვეკომპონენტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს  გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 100,000 ლარის ჩათვლით, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში,  არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 300,000 ლარის ჩათვლით.

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები გაიცემა ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) და იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად.  კერძოდ, ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები)  მოყვანის მიმდინარე ხარჯების შემცირებაში   მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე, ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, თუ სასუქებისა და  მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების  შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების ხარჯი, გამოყენებული საწვავის ხარჯი. 

ქვეკომპონენში განსაზღვრულია ერთი საოპერაციო წლის განმავლობაში კონკრეტული ერთწლოვანი კულტურებისა და იონჯის მოვლა-მოყვანის მაქსიმალური ხარჯი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე. 

პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

"ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის“ ქვეკომპონენტი პროექტს 2020 წლიდან დაემატა. 

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
დღეის მდგომარეობით, 14,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია,  ფერმერებმა  4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

დღეის მდგომარეობით, 14,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის...
ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025  ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა...