ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024" 15 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024", საქართველოს სტენდზე, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო, 15 ქართული კომპანია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო წარმოდგენილი.

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებში მოაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, დაიმკვიდრონ ადგილი ევროპულ ბაზარზე, ახალი საქმიანი კავშირებისა და პარტნიორების მოძიების გზით გაზარდონ ქართული პროდუქციის ცნობადობა და საექსპორტო შესაძლებლობები. 

გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024“, 61 ქვეყნის 1,400-ზე მეტ კომპანიასთან ერთად, წარმოდგენილი იყვნენ ქართველი მწარმოებლები:

  • შპს ჩელთი
  • შპს თორელი ვაინერი
  • სს თელიანი ველი
  • შპს აჩინებული
  • ი/მ გოჩა ოთარაშვილი
  • შპს გემუანი
  • შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
  • შპს მტევინო
  • სპს თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო
  • შპს თიემთი
  • შპს ქართული ლიმონათი
  • ტერა ქისის ღვინოები
  • შპს ჩემპი
  • შპს მაისტერ ბრაუ
  • შპს დაბი (ოჯახური)


გამოფენაზე კომპანიებმა დამთვალიერებლებს შემდეგი პროდუქცია წარუდგინეს: თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინო, ჭაჭა, კონიაკი), ნატურალური წვენები, ტყემალი, საწებელი, ვაშლის ჩიფსები, სუბლიმირებული ხილი, ქართული სუნელები.

წარმოდგენილი პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე...
დღეის მდგომარეობით, 14,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია,  ფერმერებმა  4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

დღეის მდგომარეობით, 14,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის...