საერთაშორისო გამოფენა - Hospitality Qatar 2026

გამოფენის შესარჩევ კონკურსში  განაცხადების მიღება გრძელდება

განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 თებერვლის 12:00 საათიდან 17 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით

2026 წლის 12 – 14 ოქტომბერს ქალაქ დოჰაში, კატარში, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა „Hospitality Qatar 2026“.

გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 150 კომპანია 11 ქვეყნიდან. გამოფენას  12,000-მდე ვიზიტორი სტრუმრობდა.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის (გარდა ალკოჰოლური სასმელების, ღორის ხორცისა და ღორის ხორცპროდუქტების)  მწარმოებელი კომპანიები.

Hospitality Qatar სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გამოფენაა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში აღნიშნული ინდუსტრიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს იდეალურ შესაძლებლობას აძლევს საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...