მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფო გთავაზობთ ფინანსურ მხარდაჭერას. 

პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის 70%, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარეზე.

კოოპერატივები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი აღჭურვილობა:

  • ხის (რუტის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ორი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი; დადანის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ერთი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი) ან/და პენოპოლისტიროლის (ორსართულიანი პოლისტიროლის მასალის დადანბლანტის სკა) სკა;
  • თაფლის საწური (ციბრუტი);
  • თაფლის შესანახი ავზი;
  • ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;
  • ფიჭის ანათლის ავზი;
  • ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.

 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...
სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი...