კახეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კახეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება. პროგრამის შესაძლებლობებისა და პირობების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფერმერების ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარებს“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა  ზურაბ გოზალიშვილმა. 

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ხელს შეუწყობს  რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიზნების, დაფინანსების პირობებისა და იმ მიმართულებების შესახებ, რომელთა მხარდაჭერაც 2026 წლის 1 ივლისიდან გახდება შესაძლებელი.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების, სასათბურე მეურნეობების მოწყობის, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნისა და განვითარების, მეფუტკრეობის, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსება. ასევე, ფერმერები და მეწარმეები ისარგებლებენ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტით, სასაკლაოების მოწყობისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით.

სახელმწიფო თანადაფინანსება პროექტის ღირებულების 50 პროცენტამდეა განსაზღვრული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, მაღალმთიან დასახლებებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტებისთვის დამატებით 5% -იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

პროგრამის მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...
სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი...