სოფლის განვითარების სააგენტო 26 მაისს ოზურგეთში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს ქ.ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს.

ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ  ადგილობრივი მეწარმეების მიერ  წარმოებულ პროდუქციას, მოეწყობა ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ჩატარდება კულინარიული მასტერკლასი.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყობა ბავშვებისათვის შემეცნებითი სივრცე, კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა; გაიმართება  საბავშვო სპექტაკლი; გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა; მოეწყობა საგამოფენო სივრცე „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით  გაიმართება კონცერტები.

17:10 სთ-ზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. 

ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის განვითარების სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით  ტარდება. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10  კომპანია იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10 კომპანია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...