აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაძლიერება ევროკავშირის ბაზარზე – გამოწვევები, შესაძლებლობები და პარტნიორობა“  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა  მიიღო მონაწილეობა. 

გიორგი ავალიანის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სრულ ციკლს —  რაც გულისხმობს, როგორც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების ხელშეწყობასა და პროდუქციის შენახვა-გადამუშავების ეტაპს,  ასევე სურსათის უვნებლობის საერთაშორისო  სტანდარტების დანერგვის, შეფუთვისა და ბრენდინგის მიმართულებით დახმარებას, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისა და ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში ხელშეწყობას.

„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ექსპორტის მხარდაჭერა, არამედ იმ პროცესის გაძლიერება, რომელიც კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას უზრუნველყოფს.“- აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა. 

პანელურ დისკუსიას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით არსებული ტენდენციების გაანალიზება, ექსპორტიორების საჭიროებების განხილვა და  ამ კუთხით არსებული კანონმდებლობის  ძირითადი მიმართულებების შესახებ მსჯელობა იყო. 

შეხვედრა ჩატარდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) თანამშრომლობით.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...