საერთაშორისო გამოფენა - Caspian Agro 2025

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2025 წლის 11 თებერვლის 12:00 საათიდან 25 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით



2025 წლის
 13-16 მაისს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართება საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro 2025.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები.

საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro გამომფენებს საშუალებას აძლევს დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან. 

გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.

2024 წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია 27 ქვეყნიდან. გამოფენას 13,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები  არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  შიდა ქართლის,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონებში

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი შიდა ქართლის მხარის...