პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადებს მიმდინარე წლის 10 ნოემბრის 12:00 საათიდან 2026 წლის 28 თებერვალამდე მიიღებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობა. პროგრამის ახალი რედაქციით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 250,000 ლარიდან 500,000 ლარამდე, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750,000 ლარამდე გაიზარდა. 

ცვლილებები შეეხო ასევე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსების კომპონენტს. გაფართოვდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩამონათვალი და გაიზარდა თანადაფინანსების პროცენტი. პროგრამის ახალი რედაქციით, თანადაფინანსება გაიცემა ვაზის, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 40%-ისა.  დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა და ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია   არაუმეტეს 750,000 ლარით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები ხელს შეუწყობს  მეხილეობის დარგში პროდუქციის წარმოების ზრდას, ხოლო სეტყვის შემთხვევაში,  მოსავლის განადგურებისა და დაზიანების რისკის შემცირებას.

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  განაცხადებს ელექტრონულად მიიღებს. 

პროგრამასთან დაკავშირებით  დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს...
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...