პროექტში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ „ზირაათ ბანკი საქართველო“ ჩაერთო

პროექტს “შეღავათიანი აგროკრედიტი” ახალი ფინანსური ინსტიტუტი სს „ზირაათ ბანკი საქართველო”  დაემატა. შესაბამის ხელშეკრულებას  ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და სს „ზირაათ ბანკი საქართველოს“  გენერალურმა დირექტორმა თურგუთ გულჯიჰანმა მოაწერეს ხელი. 

პროექტს „შეღავათიანი  აგროკრედიტი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტში 14 საფინანსო ორგანიზაციაა ჩართული.

შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა  სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი, შენახვა-რეალიზაციისა და პროექტით გათვალისწინებული სხვა მიზნობრიობით, როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი საშუალებებისთვის.

2013-2025 წლებში პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“  ფარგლებში,  50,000-ზე მეტ ბენეფიციარზე 8.2 მილიარდ ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული;  სახელმწიფოს თანადაფინანსება 1.3 მლრდ ლარზე მეტია.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები  არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  შიდა ქართლის,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონებში

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი შიდა ქართლის მხარის...