სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში, მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლებს მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ დასკვნის წარმოდგენა 14 მარტის 18:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში განაცხადები 2025 წლის 15 იანვრის 12 საათიდან 28 თებერვლის  18:00 საათის ჩათვლით მიიღება.

დიდთოვლობის გამო, სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების  მიერ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტების, კერძოდ, მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ დასკვნის გაცემა შეფერხებულია, რადგან ვერ ხერხდება მათი ადგილზე ვიზიტი.    აღნიშნული დასკვნის  წარმოდგენა სავალდებულოა. იგი წარმოადგენს  ხელშეკრულების   გაფორმების წინაპირობას. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში, მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლებს  მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ დასკვნის წარმოდგენის ვადად განესაზღვრათ  14 მარტის 18:00 საათი.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები  არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  შიდა ქართლის,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონებში

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი შიდა ქართლის მხარის...