იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს სპეციალური დახმარების პროგრამა იმერეთისა და გურიის რეგიონში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების ფინანსური დახმარების მიზნით შეიქმნა

პროგრამაში ჩასართავად განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოში  ივლისის თვიდან  დაიწყება

ფინანსურ დახმარებას მიიღებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის  სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები;  ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ  ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის  (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა. 

პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა  პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით. 

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ ერთი ფინანსური დახმარების მექანიზმი მუშავდება, რომელიც დასავლეთ საქართველოში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრას უკავშირდება. კერძოდ, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოცვის მწარმოებლები ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი ...
სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

განაცხადების მიღება 8 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და პროგრამის ...