ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქ. ამსტერდამში  საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგა

პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: აჩინებული, აქტო, ბრიცა, ჰობი, Nuts Incorporated, ველინგტონი და ემელ ფუდ ჯორჯია, სტენდები.   მათ გამოფენის სტუმრებს ქართული წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია წარუდგინეს, მათ შორის: ნატურალური წვენები, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, ჩიფსი და თხილი.

ამსტერდამში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ნიდერლანდების სამეფოში  საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე   ესწრებოდნენ.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გიორგი ავალიანის  განცხადებით აღნიშნული გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის, საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის ზრდის, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებისთვის.

საერთაშორისო გამოფენა „World of Private Label International Trade Show“, რომელიც 19-20 მაისს ჩატარდა, კერძო ეტიკეტის (Private Label) ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენაა. გამოფენა აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს. გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით კომპანია და სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...
სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი...