საერთაშორისო გამოფენა - Fruit Logistica 2026
გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 29 სექტემბრის 12:00 საათზე და გაგრძელდება 13 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით |
2026 წლის 4 - 6 თებერვალს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა "Fruit Logistica“.
გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 2,700-ზე მეტი კომპანია 145 ქვეყნიდან. Fruit Logistica წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენას აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ მოცემულ ბმულზე ჩამოთვილი პროდუქციის მწარმოებლები: https://www.fruitlogistica.com/en/about-us/fresh-produce/
გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.