აგრო ფორუმი 2015
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე15 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, 19-20 ნოემბერს აგროფორუმი Georgia Agro Forum 2015 ტარდება. ფორუმი უკრაინული ორგანიზაცია APK-Inform Agency ორგანიზებითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციის მხარდაჭერით გაიმართება. აგროფორუმის მიზანს საქართველოს აგრარული სექტორის პერსპექტივების და საინვესტიციო პოტენციალის განხილვა, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.