აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდა
აგროდაზღვევის პროექტში მიმდინარე წლიდან თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50% იქნება.
აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.
აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა
წლიდან წლამდე პროექტი ცვლილებებს განიცდის და იხვეწება საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ზრდაა პროექტში ფერმერთა ჩართულობის მხრივ. წინა წლებისგან განსხვავებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, აგროდაზღვევით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. აღნიშნული ცვლილება, შეეხება არამარტო აგროდაზღვევის პროექტს არამედ ყველა იმ სასოფლო-სამეურნეო პროექტს რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით ხორციელდება.
მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადითაა განსაზღვრული. აგროდაზღვევის პროექტში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. აგროდაზღვევის ახალი პროექტისთვის, ბიუჯეტიდან წელს 9 მილიონი ლარი გამოიყოფა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო და უკვე 4 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა. 2014- 2017 წლებში აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში:
გაცემულია 68,879 პოლისი
დაზღვეული ფართობი შეადგენს 59,857 ჰა
ჯამში დაიზღვა 465,587,547 ლარის მოსავალი
ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 29,384,426 ლარის სუბსიდირება მოახდინა.
4 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 29,087,332.69 მლნ. ლარი შეადგინა.