ახალი მექანიზაციის სერვისცენტრი ჩაქვში
ქობულეთის მუნიციაპალიტეტის დაბა ჩაქვში შპს ,,მექანიზატორის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. 7200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო 48 ერთეულ ტრაქტორზე გათვლილი მსუბუქი კონსტრუქციის სადგომები, აგრეგატებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობები, ბოქსები, სამრეცხაო, ვულკანიზაცია, სახარატო. აშენდა სერვისცენტრის ადმინისტრაციული შენობაც, სადაც ოფისი, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო და სველი წერტილები მოეწყო. ახალი სერვისცენტრი საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაურ ფუტკარძემ გახსნეს.ამ ეტაპზე, ჩაქვის სერვისცენტრში მობილიზებულია 28 ერთეული ტრაქტორი და 85 ერთეული აგრეგატი. ცენტრი ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტებს, ასევე ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებს მოემსახურება.შპს მექანიზატორი საქართველოს მასშტაბით უკვე ფლობს 13 სერვისცენტრს, სადაც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა მობილიზებული და ფერმერებს ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ,,მექანიზატორის ტექნიკით შესაძლებელია ყველა სახის აგროოპერაციის შესრულება.