ციტრუსის სეზონის შეჯამება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ,,ნარინჯისფერი რთველის შედეგები შეაჯამეს. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ წლევანდელი ციტრუსის სეზონი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ 2015 წლის ,,ნარინჯისფერი რთველი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს თანამშრომლებს და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებს ,,ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობის პროცესში აქტიური ჩართულობისა და კარგი მუშაობისთვის.,,წელს ციტრუსის სეზონი ორგანიზებულად, შეფერხებების გარეშე წარიმართა. შედეგებით და ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენმა მიდგომებმა გაამართლა და სწორი მიმართულებით მივდივართ. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს დაახლოებით 4 000 ტონით მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანი დადებითი შედეგებია გადამამუშავებელი საწარმოების სტანდარტიზაციის მიმართულებით. საქართველოში ფაქტობრივად ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება უკვე შესაძლებელია, - განაცხადა ოთარ დანელიამ.როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში და ზოგადად რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ციტრუსის რეალიზაციაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან სამინისტრო მიზანმიმართული, სწორი გეგმით ხელმღვანელობდა და ამან შედეგიც გამოიღო. ოთარ დანელიას განცხადებით, წელს რეალური გარდამტეხი წელი იყო და მომავალში, ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა ქვეყანაში აღარ იქნება.დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 26 061 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 9 000 ტონმდე ციტრუსი. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 827 744 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 894 325 ლარია. სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 20 389ტ. (78.23 %), უკრაინა 3 878 ტ. (14.88 %), სომხეთი 785 ტ. (3.01 %), აზერბაიჯანი 247 ტ. (0.95 %), ყაზახეთი 447 ტ. (1.72 %), ბელარუსი 242 ტ. (0.93 %), სხვა ქვეყნები 74 ტ. (0.28 %).ციტრუსის სეზონის შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილე იოსებ აბულაძე და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, დავით უმეკაშვილი ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთის რეგიონში  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის  დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის...
ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად...