ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“
ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ქართული ჩაი ფარგლებში იწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების შერჩევას.
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განცხადებები (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის დასადასტურებლად;
სავალდებულოა კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) კომპანიების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩამონათვალი ტექნიკური პარამეტრების მითითებით;
გ) კომპანიის ფაქტობრივი მისამართი;
დ) ინფორმაციას კომპანიის გამოცდილების შესახებ ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიმართულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ განცხადება და მითითებული საბუთები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:georgiantea@apma.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ქართული ჩაი